Fullscreen Popup Menu
Fullscreen Mobile Menu
  • Geography
  • English

Featured News

Transporter participated in the EV Exposition, the first electric vehicle exhibition held in Georgia, on April 5.

490718950_973700171541105_2225184262513409312_n

5 აპრილს Transporter-მა მიიღო მონაწილეობა საქართველოში პირველად გამართულ ელექტრომობილების გამოფენა EV Exposition-Inside, სადაც კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი ელექტრო ტრანსპორტის მიმართულება და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინოვაციური ტექნიკის განვითარებაში საკუთარ როლს.

გამოფენის ფარგლებში Transporter-ის სტენდზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Electric გოლფქარებს, რომლებიც პრაქტიკულობით, კომფორტითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოდან გაცნობოდა LVTONG-ისა და EZGO-Brand Electric გოლფქარებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სასტუმროებში, რეზორტებში, დახურულ ტერიტორიებზე, კომერციულ და ინფრასტრუქტურულ სივრცეებში.

წარმოდგენილმა მოდელებმა გამოიწვია მაღალი ინტერესი როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებში, ისე კერძო მომხმარებლებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გოლფქარების ტექნიკურ მახასიათებლებს, ენერგოეფექტურობას, მდგრადობასა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მორგებულ ფუნქციონალს.

Transporter-ის მონაწილეობა EV Exposition-ში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სტრატეგიას — ბაზარზე შემოიტანოს მრავალფუნქციური, თანამედროვე და სანდო ელექტრო ტრანსპორტი, რომელიც პასუხობს როგორც კომერციულ, ისე ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

EV Exposition გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც Transporter-მა შეძლო საკუთარი გამოცდილების, პარტნიორი ბრენდების და ელექტრო ტრანსპორტის მიმართულებით არსებული პოტენციალის წარმოჩენა, რაც კომპანიის პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს საქართველოში ელექტრო მობილობის განვითარებაში.

Learn More

More News

New opportunities for
movement and development

Transporter’s Areas of Focus

© 2025 TRANSPORTER All Rights Reserved

Group 1

Website developed by Vebses