PISTENBULLY 1969 წელს, გერმანიაში დაარსდა. თოვლის სატკეპნი და სანაპიროს გასასუფთავებელი მანქანების გარდა, ის აწარმოებს ტრანსპორტს, რომელიც გამოიყენება რთულად მისადგომ რელიეფზე არსებული სამუშაოების შესასრულებლად. PISTENBULLY თითოეული ტექნიკის დამზადების პროცესში უმაღლეს სტანდარტებს იყენებს. ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქტების წარმოებაზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ PISTENBULLY აქტიურ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ შექმნას ეკომეგობრული ტექნიკა, რომელსაც საერთოდ არ ექნება ნახშირორჟანგის ემისია და უარყოფითი გავლენა ეკოლოგიაზე. სტაბილური ღირებულებებისა და ტექნოლოგიების მუდმივი განვითარების წყალობით, კომპანია პრაქტიკულ პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს.
კომპანია მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი 2018 წლიდან ოფიციალურად წარმოადგენს PISTENBULLY-ს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.