ტრანსპორტერი

ტრანსპორტერ ჯგუფი დაფუძნდა 2015 წელს და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

ტრანსპორტერ ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

ტრანსპორტერ ჯგუფი ორ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions და Transporter Agro.

Mountain Resorts Solutions

მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი წარმოადგენს საქართველოში პირველ კომპანიას ზვავების მართვისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის მიმართულებით. კომპანია ასევე წარმოადგენს პიროტექნიკური სისტემებისა და სერვისების ექსპერტი კომპანია Alsetex-სა და თოვლის სატკეპნი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია PistenBully-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2019 წელს, მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა, ფრანგულ კომპანია TAS s.a.s – თან ერთად, საქართველოში პირველი ზვავსაწინააღმდეგო სისტემა დანერგა და მას შემდეგ, ზვავსაშიში ტერიტორიების მონიტორინგსა და რისკების ეფექტურ მართვას სისტემატიურად უზრუნველყოფს. თანამშრომლობის შედეგად, მაუნთის რეზორტს სოლუშანსმა საქართველოსთვის სრლიად ახალი პროფესია „სამთო მეზვავე“ შექმნა. მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის სამთო მეზვავეების სერთიფიცირებული გუნდი ნებისმიერი ტერიტორიის ზვავსაშიშროების რისკის შეფასებას, რისკების მოდულაციას, ადგილმდებარეობის შესაბამისი ზვავსაწინააღმდეგო ტექნოლოგიის შერჩევას, ზვავსაწინააღმდეგო სისტემის დანერგვა-დამონტაჟებასა და ზვავსაშიშროების რისკის მართვას გთავაზობთ.

Transporter Agro

კომპანია Transporter Agro უზრუნველყოფს, ნებისმიერი სამიწათმოქმედო სამუშაოების შესრულებას. იგი ეხმარება ფერმერებს ნერგების შერჩევაში, საირიგაციო სისტემების მოწყობაში, ამასთან ერთად, სთავაზობს მომხამრებლებს მოსავლის აღების სამუშაოების შესრულებასა და აგრო საკონსულტაციო სერვისების გაწევას.

იგი თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან აგრო ბრენდებთან მათ შორის: Tenias, Viveros Veron, Gardena, Husqvarna და სხვა. კომპანია ეხმარება ფერმერებს გაიმარტივონ ყოველდღიური სამუშაო.

ტრანსპორტერ აგროს გამორჩეული ბრენდია ესპანური, Tenias, რომელიც აწარმოებს მოსავლის ამღებ ტექნიკას. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათი შექმნილია, მსოფლიოში ცნობილი, ნუშის მოსავლის ასაღები მანქანა.