2018 წლის 15 დეკემბერს კომპანია ტრანსპორტერმა მონაწილეობა მიიღო გუდაურში გამართულ
სამოყვარულო წყვილთა რბოლაში, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისთვის ოთხივე ამძრავი
თვლით აღჭურვილი, 4WD ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ.
ღონისძიებას ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა.
საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაყურებლებს კი დაუვიწყარი სანახაობა ერგო.
ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი, BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი
საქართველოში, რომელსაც ადგილზე ჰყავდა წარმოდგენლი BRP-ის კვადროციკლი და თოვლმავლები: Can-Am Outlander 400, Ski-Doo Summit X და Ski-Doo Freeride. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ტესტ-დრაივში ემართათ Ski-Doo-ს თოვლმავლები და Can-Am-ის კვადროციკლი.
რბოლის პრიზიორების სია შემდეგია: პირველი ადგილი – ზვიად დოიშვილი, მეორე ადგილი – შაკო ციხელაშვილი, მესამე ადგილი – დავით აბულაძე.
შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის
შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.
კომპანია ტრანსპორტერი ულოცავს პრიზიორებს და ადრენალინით სავსე ზამთარს უსურვებს!