16 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის ზღვაზე, იახტ კლუბში La Cote შედგა კომპანია ტრანსპორტერის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მიზანი იყო პრეზენტაციის და ტესტ დრაივის მეშვეობით ახლოს გაეცნო მომხმარებლებს BRP-ის რეკრეაციულ-უტილიტარული ტექნიკა. კერძოდ კვადროციკლები, ბაგის ტიპის ავტომობილები დ ა წყლის სკუტერები. ღონისძიებას დაესწრნენ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კომპანიის მომხმარებლები, ცნობილი სახეები და სხვა საპატიო სტუმრები.
კომპანია ტრანსპორტერი 2016 წლიდან წარმოადგენს ცნობილი კანადური ბრენდის BRP – ის (Bombardier Recreational Product) ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია წარმოდგენილია თბილისში შოურუმითა და მულტიბრენდული სერვისით, ხოლო ბათუმსა და ბაკურიანში შოურუმებით.
რეკრეაციული ტექნიკის ბაზრის განვითარება საქართველოში პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის განვითარებასთან და ტურისტების ნაკადის ზრდასთან, რაც მნიშვნელოვნად თვალშისაცემია ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. თანამედროვე ტურიზმი წარმოუდგენელია ისეთი მომსახურებების გარეშე, როგორებიც არის: კვადროციკლებისა და თოვლმავლების ტურები, წყლის სკუტერები, წყლის თხილამურები, კატერით გასეირნება და სხვა. კომპანია ტრანსპორტერი თავისი პროდუქციით ხელს უწყობს ტურისტების ხარისხიანად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით მომსახურებას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. რეკრეაციული ტექნიკა თავის მხრივ იძლევა საშუალებას მცირე მეწარმეებმა თუ სასტუმროებმა შეიქმნან დამატებითი შემოსავალი და ამავდროულად გაზარდონ საკუთარი ობიექტების და რეგიონების მიმზიდველობა.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში კომპანია სთავაზობს მომხმარებელს რეკრეაციულ-უტილიტარული ტექნიკის დიდ არჩევანს, 5 წლიან გარანტიას კვადროციკლებზე და 4 წლიან გარანტიას წყლის სკუტერებზე