ამა წლის 30 აპრილს ჰასკი მოტო პარკში გაიმართა ექსტრემალური შეჯიბრი სამთო მოტოციკლეტების, კვადროციკლების და ბაგის ტიპის ყველგანმავლების კატეგორიაში. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 40 სპორტსმენი.
კვადროციკლების და ბაგის ტიპის ყველგანმავლების შეჯიბრი მიმდინარეობდა წყვილთა რბოლის პრინციპით. კატეგორიებში ATV და SSV პირველი ადგილის მფლობელი გახდა კომპანია ტრანსპორტერის სპორტული გუნდის წევრი გიორგი აბაშიძე, რომელიც წარმოდგენილი იყო BRP-ს ტექნიკით.
ATV კატეგორიაში, Can-AM DS450 მოდელით გიორგი აბაშიძემ უკან ჩამოიტოვა პაატა მდინარაძე, რომელმაც დაიკავა საპატიო მეორე ადგილი და ალექსანდრე ჭიღლაძე, რომელმაც მოიპოვა მესამე ადგილი. ორივე მათგანი წარმოდგენილი იყო YAMAHA YFZ 450 მოდელით.
რაც შეეხება SSV კატეგორიას, ტოპ სამი ადგილის პრიზიორები გახდნენ BRP Can-AM Maverick X3 მრბოლელები, გიორგი აბაშიძე, გიორგი სულამანიძე და ალექსანდრე ჯაფარიძე, რომლებმაც ყველა სხვა ბაგის ტიპის ყველგანვალი უკან ჩამოიტოვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სტუმრობდა საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბატონი შალვა გოგოლაძე.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის ოფიციალურ სპონსორს წარმოადგენდა BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია ტრანსპორტერი.