სიდნეი, ავსტრალია, 2018 წლის 18  მაისი-გუშინ  BRP-იმ, ავტომექანიკის და ტრანსპორტის კატეგორიაში, ავსტრალიის „GOOD DESIGN” კონკურსში, სამი ჯილდო მიიღო. მიუხედავად მაღალი კონკურენციისა BRP-ის კრეატიულობა აღიარებული იქნა სამი პროდუქტის შემთხვევაში:  Can-Am Maverick X3 MAX მისი სპორტული ერგონომიკის, სუპერ პოზიციის და პროპორციებისთვის, Can-Am Maverick Trail მისი ოპტიმალური, კარგად დაბალანსებული პაკეტისთვის, ადვილად გამოსაყენებელი ავტომატური კონფიგურაციის აქსესუარებისთვის და Sea-Doo RXT-X წყლის სკუტერი მისი ინოვაციური Ergo Lock სავარძლის სისტემისთვის, წარმოუდგენლად დიდი სათავსოსთვის, მოქნილი განლაგების და მდიდრული შეგრძნებისთვის. ჯილდოები გადაეცა უფროს ვიცე-პრეზიდენტს დენის ლეპუანტს, რომელიც დიზაინზე, ინოვაციაზე და კორპორატიულ იმიჯზეა პასუხისმგებელი.

ყველგანმავალი ვტომობილი Can-Am Maverick X3 Max “GOOD DESIGN” დაჯილდოების ოქროს პრიზიორი გახდა, რომელიც გადაეცემა პროდუქტებს, სერვისებს ან პროექტებს, რომლებიც არა მარტო აკმაყოფილებენ „GOOD DESIGN”-ის კრიტერიუმებს, არამედ აღემატებიან მათ. გთავაზობთ ჟიურის კომენტარებს: 1. ,,Can-Am Maverick X3 MAX ოთხი ადამიანისთვის შექმნილი ყველგანმავალია ინოვაციური მახასიათებლებით. X3 Max-ის ექსტერიერის ყველა დეტალი შთამბეჭდავია და იდეალურად არის გადაწყვეტილი. BRP თანმიმდევრულად მიიწევს წინ.  მისი პროდუქცია გამოირჩევა მსოფლიო კლასის დიზაინით და ინოვაციით. ყოჩაღ.“

2.Can-Am Maverick Trail ,,ეს ავტომობილი აღჭურვილია ინოვაციური მახასიათებლებით, როგორიცაა მოკლე ღერძი, სავარძლის ცვლადი პოზიციები, ხილვადობის და კორპუსის ხარისხი. BRP აწესებს თამასას კარგი დიზაინისთვის და ეს ავტომობილი საუკეთესო, პროფესიონალური დიზიაინის კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია.“

3. წყლის სკუტერი  Sea-Doo RXT-X “BRP კიდევ ერთხელ მაღლა სწევს ბრწყინვალე დიზაინის თამასას.  Sea-Doo RXT-X არის საოცარი სატრანსპორტო საშუალება ჭკვიანური დიზაინერული მახასიათებლებით, რომლებიც შექმნილია შთაბეჭდილებების გასამძაფრებლად. აღნიშნული მოდელის შემთხვევაში რამდენიმე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნა გამოყენებული, მათ შორის წყალგაუმტარი საცავი, გადამცემი მოწყობილობები, საწვავის დამხმარე და მოდულარული ზედა სათავსო. მშვენიერი სტილი დამახასიათებელია BRP-თვის. საოცარი შეგრძნებაა ამ კლასის ლიდერის, ხილვა. მისი დახვეწილი დიზაინი და მასში გამოყენებული ინოვაციები გულგრილს ვერ დატოვებს მნახველს. ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ.“

ამ პრესტიჟული ჯილდოების მიღება სასიამოვნოა მარკეტინგის, საინჟინრო და დიზაინის გუნდებისთვის, რომლებიც კულისებს მიღმა მოქმედებენ. ისინი ჩვენი თითოეული მომხმარებლისთვის დიდ და სასიამოვნო გამოცდილებას ქმნიან“, აცხადებს დენის ლაპუანტი.

https://good-design.org/good-design-index/?discipline=automotive-transport