Transporter-ის ორგანიზებით გამართული ბაგების მოყვარულთა შეკრება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ემოციური off-road ღონისძიება აღმოჩნდა. აქტივობამ დიდი რაოდენობით მონაწილე და მაყურებელი გააერთიანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაგებისა და OFF-Road კულტურა საქართველოში აქტიურად ვითარდება.
გასვლა დაიწყო კიკეთის ფერმიდან, სადაც მონაწილეები დილის საათებში შეიკრიბნენ და off-road მარშრუტი ერთად გაიარეს. საბოლოო და მთავარი ლოკაცია გახდა Gipsy Village, სადაც დამსწრეებს დახვდათ მუსიკა, ქეითერინგი და სივრცე არაფორმალური კომუნიკაციისთვის — საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ერთ გარემოში.
ღონისძიებას თან ახლდა განსაკუთრებულად პოზიტიური ატმოსფერო და მაღალი ჩართულობა. მონაწილეების მხრიდან მიღებულმა ძალიან კარგმა უკუკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი შეხვედრები მოთხოვნადია და რეალურ ღირებულებას ქმნის როგორც საზოგადოებისთვის, ისე off-road მიმართულებისთვის.
Transporter-ისთვის ეს შეკრება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო იმ მიმართულებით, სადაც ტექნიკა, გამოცდილება და ადამიანური ურთიერთობები ერთიანდება. სწორედ ამიტომ კომპანია აგრძელებს მსგავსი აქტივობების მუდმივად ჩატარებას, რათა off-road ენთუზიასტებს ჰქონდეთ რეგულარული შესაძლებლობა შეხვდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ გამოცდილება და მიიღონ ახალი ემოციები.
Transporter რჩება იმ სივრცედ, სადაც ბაგები, ადამიანები და off-road ცხოვრება ერთ ისტორიად ერთიანდება.