MND საბაგიროების, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის, სამთო უსაფრთხოებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის წამყვანი ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც 4 კომოპანიას აერთიანებს, ესენია:

MND Safety – მსოფლიოს ლიდერი კომპანია ზვავის რისკების პრევენციაში;

MND Ropeways – მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები საბაგიროებისა და გონდოლების მშენებლობაში;

MND Leisure – ყველაფერი ტურისტული ცენტრების განვითარებისათვის, მათ შორის: გიგანტური zip line-ები, საფეხმავლო ხიდები და ალპინისტური აღჭურვილობა;

MND Snow – ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი თანამედროვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემებსა და თოვლის ზარბაზნებს შორის.

MND GROUP-ს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 2017 წლიდან წარმოადგენს კომპანია მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი.