HUSQVARNA 1689 წელს დაარსდა და ის ბაღის მოვლის მანქანა-დანადგარების წამყვანი, შვედური მწარმოებელია.2007 წლიდან, HUSQVARNA GROUP-ს გერმანული წარმოების Gardena შეუერთდა და დღესდღეობით, წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრენდებს Husqvarna, Gardena, McCulloch და Diamant Boart.

კომპანია პროდუქციის ფართო სპექტრით გამოირჩევა – წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ისეთი სფეროებისათვის, როგორებიცაა გაზონის საჭრელი მანქანების, ბაღის ტრაქტორების, ხერხებისა და ტრიმერების წარმოება. ბრენდი ევროპის ლიდერია სარწყავ სისტემებში და ყველაფერთან ერთად, სხეულის დამცავ ტანსაცმელსა და აქსესუარებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.

კომპანია ტრანსპორტერი საქართველოში HUSQVARNA-ს 2018 წლიდან წარმოადგენს.