GBH DESIGN შუშის ექსკლუზიური ლიფტების გერმანული მწარმოებელია. GBH DESIGN თავის თავში აერთიანებს უმაღლეს ხარისხს, უსაფრთხოებასა და დახვეწილ დიზაინს. კომპანია მუდმივად ინოვაციების ძიებაშია, ამიტომ GBH მომხმარებლის ყველაზე უცნაურ მოთხოვნებსაც კი რეალობად აქცევს.

ბრენდის მიერ შექმნილ ლიფტებში თანამედროვე ტექნოლოგიები და დახვეწილი დიზაინი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, ლიფტის შახტა ისეა მოწყობილი, რომ კარების გამღები მექანიზმი ლიფტის იატაკშია ჩამონტაზებული, ამიტომ ის თვალისთვის შეუმჩნეველია. აღნიშნული ტექნოლოგია აუმჯობესებს ხედის აღქმას 360 გრადუსით, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად.

GBH DESIGN-ის ლიფტები ისეთ კომპანიებშია დამონტაჟებული როგორებიცაა: Hyundai, Samsung, Deutsche Bahn, Louis Vuitton, Chanel და სხვა მრავალი.

კომპანია ტრანსპორტერი  GBH DESIGN-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში 2017 წლიდან.