CFMOTO არის რეკრეაციული და უტილიტარული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 1989 წელს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით მოტოციკლებს, კვადროციკლებს , ბაგის ტიპის ტრანსპორტსა და ძრავებს აწარმოებს. CFMOTO-ს მიზანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს. CFMOTO 200-ზე მეტი ადამინსგან შემდგარი კვლევებისა და განვითარების გუნდის წყალობით, 540-ზე მეტ რეგისტრირებულ პატენტსა და ინტელექტუალურ უფლებას ფლობს.

CFMOTO-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა ტექნოლოგიები და ხარისხია, ამიტომ ბრენდი გამორჩეულ და განსაკუთრებულად სანდო ტექნიკას სთავაზობს მომხმარებელს.

ტრანსპორტერი CFMOTO-ს ოფიციალური დისტრიბუტორი 2019 წლიდან გახდა საქართველოში.