კომპანია CBS სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტისთვის ამზადებს მაღალი გამძლეობის მისაბმელებს, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ გრძელ მანძილზე, შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილოთ თქვენი მოტოციკლი, მოპედი, კვადროციკლი, როდსტერი, წყლის სკუტერი და სხვა ტრანსპორტი.

“CBS”-ის მისაბმელი უმაღლესი ხარისხის მეტალისგან არის დამზადებული და სპეციალური ტექნოლოგიითაა შედუღებული, რაც მისი სიმყარის, მდგრადობისა და მაღალი გამძლეობის გარანტია. 2016 წლიდან ბრენდს კომპანია ტრანსპორტერი წარმოადგენს საქართველოში.