• BRP მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 300 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს 2026 წლის ბოლოსთვის არსებული პროდუქციის ხაზების ელექტროფიკაციის მიზნით.

• პირველი პროდუქტი, სავარაუდოდ, ბაზარზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემოვა, რასაც პროდუქტის ყველა ხაზში სწრაფი დანერგვა მოჰყვება.

• BRP საკუთარი ძალებით ახორციელებს Rotax მოდულური ელექტრო კვების ბლოკის ტექნოლოგიის დამუშავებას, რომელიც გამოყენებულ იქნება პროდუქციის ყველა ხაზში.

• BRP კანადაში ქმნის ელექტრომობილის სამშენებლო ცენტრს, რომელიც ფოკუსირებულ იქნება “ენერგეტიკულ მხარეზე”: დამტენ მოწყობილობასა და აკუმულატორზე, ასევე მანქანაში სრული ინტეგრაციასა და განვითარების მეორე პოლუსზე ავსტრიაში, სადაც ყურადღება გამახვილდება “ბრუნვის მხარეზე”: ინვერტორულ და მაღალ-მწარმოებლურ ელექტროძრავაზე.

• BRP აქტიურად ახორციელებს სპეციალისტთა შერჩევას, რათა გააფართოვოს ელექტრომობილის ექსპერტთა საკუთარი გუნდი.

ვალკური, კვებეკი, 2021 წლის 25 მარტი – BRP (TSX: DOO; NASDAQ: DOOO) გამოაცხადა ხუთწლიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ბოლოსთვის კომპანია თავის თითოეულ პროდუქტის ხაზში შემოგვთავაზებს ელექტრო მოდელებს. აღნიშნულის მისაღწევად, BRP ხუთი წლის მანძილზე პროდუქტის განვითარებაში, სპეციალიზირებულ აღჭურვილობაში, ინფრასტრუქტურაში, საწარმოო ხელსაწყოებსა და მოწყობილობებში 300 მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.

”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ელექტრიფიკაცია – ეს არ არის საკითხი „თუკი“, ეს არის საკითხი „როდის“. დღეს უდიდესი სიხარულით წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას ბაზრის ფორმირებისთვის საჭირო პროდუქტების მიწოდების ჩვენეული გეგმის შესახებ, რაც გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას ახალი ელექტროენერგიის ალტერნატივის შეთავაზებით“ – განაცხადა პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე ბოისოლიმ (José Boisjoli). ”ჩვენ ვიყენებთ ჩვენს საინჟინრო ნოუ-ჰაუს და ინოვაციურ შესაძლებლობებს, რათა განვსაზღვროთ ელექტროენერგიაზე მომუშავე პროდუქტების საუკეთესო სტრატეგია”, – დასძინა მან. რამდენიმე კონცეფციის შემუშავებისა და შეფასების შემდეგ, BRP–მა მიიღო თამამი გადაწყვეტილება განევითარებინა Rotax მოდულური ელექტრო კვების ბლოკის ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებულ იქნება პროდუქციის ყველა ხაზში და გაუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას ახალი ელექტრული ალტერნატივების შეთავაზებით. აღნიშნულის მისაღწევად, BRP აფართოებს Rotax ელექტრო კვების ბლოკის დანადგარების ინფრასტრუქტურას ავსტრიაში, გუნსკირხენში, ასევე, ქმნის BRP ელექტროძრავიანი ავტომობილების სამშენებლო ცენტრს, რომელიც მდებარეობს მის მშობლიურ ქალაქ ვალკურში – კვებეკი, კანადა.

ამ საწარმოში განთავსებულ იქნება უახლესი ტექნიკა, მათ შორის, რამდენიმე მაღალი სირთულის საცდელი სტენდი და დინამომეტრი, ასევე, ულტრათანამედროვე რობოტიზებული საწარმო ელემენტი ელექტრო ბატარეებისთვის.

„აღფრთოვანებულნი ვართ, რომ შევქმენით ჩვენი ელექტრომობილის ექსპერტიზის ცენტრი, ჩვენ შევაბიჯეთ ელექტროფიკაციის სამყაროში”, – განაცხადა ბერნარდ გაიმ, გლობალური პროდუქტების სტრატეგიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. ”ჩვენი EV გუნდის ექსპერტები იგრძნობენ სტარტაპის გარემოს მოქნილობას, ამასთან, ისარგებლებენ BRP–ის ფინანსური რესურსებით და თანამედროვე ტექნიკით ჩვენი შიდა ტექნოლოგიის შესაქმნელად”, – დასძინა მან.

BRP ელექტრო გზა

2019 წლის დასაწყისში BRP–მ შეიძინა Alta Motors–ის – ელექტრო მოტოციკლების მწარმოებლის – აქტივები და მოახდინა Rotax Sonic E-Kart–ის კომერციალიზაცია, რომელიც ამჟამად ოპერირებს Rotax MAX Dome– ში, ლინცში, ავსტრია. რამდენიმე თვის შემდეგ, მან Club BRP 2019–ში წარმოადგინა ელექტრონული კონცეფციები, რათა ეჩვენებინა, თუ რას პერსპექტივა აქვს მომავალში ამჟამინდელ პროდუქციის ხაზებს და სხვა პოტენციურ სეგმენტებს. BRP-მ წლების განმავლობაში გამოუშვა რამდენიმე ელექტრომობილი აკუმულატორის ბატარეით, ჰიბრიდული ელექტრომობილი და საწვავის ელემენტებიანი ელექტრომობილიც კი. დღევანდელმა განცხადებამ BRP–ის ელექტრონული მოგზაურობა კიდევ უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოაქცია თავისი მკაფიო ხედვით და საკუთარი ელექტრო პროდუქციის გამოშვების მტკიცე გეგმით.

BRP–ის ელექტრომობილების განვითარების გუნდის გაფართოება

R&D გუნდი სწრაფად ფართოვდება, BRP აკომპლექტებს თანამშრომლებს რამდენიმე პოზიციაზე, რადგანაც გადადის ელექტროძრავის ტექნოლოგიის შემდეგ ეტაპზე. კვებეკის, ავსტრიის, ფინეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით, BRP–ის საუკეთესო სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან, ასობით ინჟინრისა და სპეციალიზებული ტექნიკოსების ჩათვლით, ერთად იმუშავებენ BRP–ში ელექტროძრავების შემუშავებისა და წარმოების მიზნით. BRP EV R&D ცენტრებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: careers.brp.com/electric.

BRP–ის შესახებ

BRP გლობალური ლიდერი ავტომოტოსპორტის, ენერგეტიკული მართვის სისტემებისა და კატარღების სამყაროში, რომელიც 75 წელზე მეტი ხნის წინ დაარსდა და ფოკუსირებას ახდენს ინოვაციურობასა და მომხმარებლებზე. წამყვანი ინდუსტრიული და უნიკალური პროდუქტების პორტფოლიო მოიცავს Ski-Doo და Lynx თოვლმავლებს, Sea-Doo წყლის ტრანსპორტს, Can-Am მაღალი გამავლობის მანქანებს, Alumacraft, Manitou, Quintrex კატარღებს და Rotax ენერგეტიკული მართვის სისტემებს, ასევე Rotax ძრავებს კარტინგისთვის და რეკრეაციულ თვითმფრინავებს. BRP საკუთარ პროდუქციის ხაზებს ავსებს სპეციალური დეტალებით, აქსესუარებისა და ტანსაცმლით. BRP ყოველწლიური გაყიდვები 6 მილიარდ კანადურ დოლარს შეადგენს 130-ზე მეტ ქვეყანაში; ჩვენი გლობალური სამუშაო ძალა დაკომპლექტებულია 14 500-ზე მეტი ინიციატივიანი და გამჭრიახი ადამიანისგან.

www.brp.com

@BRPNews

Ski-Doo, Lynx, Sea-Doo, Can-Am, Rotax, Evinrude, Manitou, Alumacraft, Telwater და BRP ლოგო წარმოადგენს Bombardier Recreational Products Inc.-ის ან მისი შვილობილი კომპანიების საფირმო ნიშნებს. ყველა სხვა საფირმო ნიშანი მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებაა.