2017 წლის 28-29 ოქტომბერს კომპანია ტრანსპორტერმა ლისის ტბის ცენტრალურ მოედანზე გამართა თავისი უტილიტარული და სარეკრეაციო ტექნიკის შოურუმი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უფრო ახლოდან გაცნობოდნენ BRP-ის უახლეს ტექნიკას, კერძოდ, Can-Am Maverick X3, Can-Am Traxter, Can-Am Outlander, Can-Am DS.
მსურველებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა წამახალისებელ ფოტო კონკურსში, რომელშიც გაიმარჯვა პატარა ნიკოლოზმა და დასაჩუქრდა BRP-ის ბრენდირებული ზამთრის ქუდით.
შოურუმში წარმოდგენილი იყო ასევე კვადროციკლის საბავშვო მოდელი Can-Am DS, რომელიც არც ბავშვებს დააკლებს მხიარულებას და არც უფროსების სტანდარტებს.
![](https://tr.ge/wp-content/uploads/2021/12/შოურუმი-ფასადი-scaled.jpg)