2017 წლის 23 დეკემბერს კომპანია ტრანსპორტერმა მონაწილეობა მიიღო გუდაურში გამართულ სამოყვარულო წყვილთა რბოლაში, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისთვის ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი, 4WD ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ.

ღონისძიებას ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა. ძლიერ თოვაში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაყურებლებს კი დაუვიწყარი სანახაობა ერგო.

ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი, BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელსაც ადგილზე ჰყავდა წარმოდგენლი BRP-ის 2017 წლის თოვლმავლები: Ski-Doo Summit Burton და Ski-Doo GRAND Touring.

რბოლის პრიზიორების სია შემდეგია: პირველი ადგილი – მერაბ ქობულია, მეორე ადგილი – შაკო ციხელაშვილი, მესამე ადგილი – იოსებ ნაზღაიძე.

შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.
კომპანია ტრანსპორტერი ულოცავს პრიზიორებს და ადრენალინით სავსე ზამთარს უსურვებს!