საგარანტიო მომსახურება

“თერმა რითეილი” გთავაზობთ გარანტიის უპრეცენდენტო პირობებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტექნიკური გუნდი რეგულარულად გადის ტრენინგებს „თერმა რითეილის“-ს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, საშუალება გვეძლევა უმოკლეს ვადებში მოვახდინოთ პრობლემის ზუსტი დიაგნოზირება და აღმოფხვრა.

მონიტორინგი

“თერმა რითეილმა” დანერგა ხარისხის კონტროლის სისტემა, რომლის მიხედვით სერთიფიცირებულ ინჟინერთა ჯგუფი ზედამხედველობას უწევს “HVAC სისტემები”-ს ინსტალაციას და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს. ამის შემდგომ პერიოდულად ხორციელდება სისტემის მონიტორინგი.

გაყიდვების შემდგომი სერვისი

“HVAC სისტემები”-ს გამართულ მუშაობას “თერმა რითეილის” ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს. ჩვენი ინჟინრები მომხმარებელს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევენ როგორც პროდუქციის სწორად შერჩევაში, ასევე მის საინსტალაციო და საექსპლუატაციო საკითხებში.

HVAC სისტემის პროექტირება

პროდუქტის შესაბამის “selection” პროგრამაში პროექტის მომზადება.

მარაგები

საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სისტემატურად ვანახლებთ საქართველოში არსებულ სასაწყობო მარაგებს, უახლესი მოდელებით. შესაბამისად, პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია უმოკლეს ვადებში, როგორც ქ. თბილისში არსებული საწყობიდან, ასევე სპეც. შეკვეთის შემთხვევაში უშუალოდ “Midea”-ს ქარხნიდან.